ჩაქაფული
10:11:17     20-10-2011
მასალა:
ბატკანი - 2 კგ
ხახვი - 1 თავი
ღვინო თეთრი - 500 მლ
კინძი - 4 კონა
ოხრახუში - 4 კონა
ტარხუნა - 6 კონა
წიწმატი - 2 კონა
შავი წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ტყემალი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 4 კონა
მწვანილი კარგად გავრეცხოთ. ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად. ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები. ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება. როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ჩავუმატოთ ძმარი გემოვნებით.