ფუნთუშები ქიშმიშით
10:10:31     20-10-2011
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 50 გრ
ფქვილი - 550 გრ
მარილი - 1/4 ჩ/კ
ქიშმიში - 150 გრ
ვანილი - 5 გრ
რძე - 200 მლ
გამაფხვიერებელი - 7 გრ 1 ჩ/კ
კარაქი - 100 გრ
კვერცხის გული - 1 ცალი
სკონები - ეს არის ტრადიციული ინგლისური ფუნთუშები, რომლებიც ცხვება საფუარის გარეშე. ამბობენ, კლასიკური სკონები თავიდან იყო ოთხკუთხედი ფორმის. ჩვენ გავაკეთოთ მრგვალი ფუნთუშები. 2 კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, გათეთრებამდე. ნელ-ნელა დავამატოთ რძე. რძისგან უფრო მოემეტება ქაფი. გაცრილ ფქვილში დავამატოთ მარილი, გამაფხვიერებელი და დაჭრილი კარაქი (კარაქი არ უნდა იყოს ძალიან რბილი). ეს ყველაფერი ავურიოთ, უნდა გამოვიდეს ფხვიერი მასა. ფქვილში დავამატოთ რძე, ათქვეფილი კვერცხით და ჩქარა მოვზილოთ ცომი. გავრეცხოთ ქიშმიში, გავაშროთ ( შეიძლება ცოტა კიდევ დავაყაროთ ფქვილი). ქიშმიში ჩავყაროთ ცომში. ცომისგან მოვამზადოთ ბურთები და დავაწყოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე. წავუსვათ ფუნთუშებს კვერცხის გული და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.