კრევეტების სალათა ავოკადოთი
10:09:49     20-10-2011
მასალა:
კრევეტები - 14 ცალი
ავოკადო - 2 ცალი
შაქარი - 3 გრ
მარწყვი - 200 გრ
ზაითუნის ზეთი - 60 მლ
ძმარი - 20 მლ
ყველა ხილი გავრეცხოთ და გავაშროთ. კრევეტები გავასუფთავოთ და შევბრაწოთ. მარწყვი გავჭრათ 2 ნაწილად. ავოკადო გავთალოთ, მოვაცალოთ კურკა, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავასხათ ლიმონის წვენი. შაქარი, ძმარი და ზეითუნის ზეთი ავურიოთ ერთმანეთში. მარილი და წიწაკა დავამატოთ გემოვნებით. მარწყვი, ავოკადო და კრევეტები ავურიოთ ერთმანეთს და დავასხათ სოუსი.