რუსეთის არმიაში სნაიპერების მომზადება დაიწყეს

  11:51:29     19-10-2011

1 დეკემბრიდან რუსეთის ოთხ სამხედრო ოლქში სნაიპერების მასობრივი მომზადება იწყება, რომლებიც სამიზნის განადგურებას 1,5 კმ-ს დაცილების მანძილზე შეძლებენ.

გეგმის მიხედვით 2016 წლამდე რუსეთის ყველა მოტომსროლელ და სატანკო ბრიგადაში დაახლოებით 1 ათასი კარგად მომზადებული სნაიპერი უნდა შევიდეს, რომლებიც 1-2 კმ-ის სიშორეზე მდებარე მოწინააღმდეგი ლიკვიდაციას შეძლებენ. სამხედროები ხსნიან, რომ სნაიპერები მოწინააღმდეგის სამიზნეების ზუსტი განადურებისათვის არის საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "იზვესტია" ავრცელებს.

ამას გარდა, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სნაიპერებისათვის შეიძენენ უცხოურ იარაღს. მათი მომზადება კი სპეციალურ სასწავლო ცენტრებში მოხდება. სნაიპერების სკოლებისათვის უკვე შექმნილია სპეციალური სასწავლო პროგრამები.

ghn