თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
10:55:14     17-10-2011
გუშინ, 16 ოქტომბერს, ელისო ვირსალაძის და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში 23 ოქტომბერის ჩათვლით, მაყურებელს ელის 6 მუსიკალური საღამო, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსების მონაწილეობით.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მსოფლიოში განთქმული ქართველი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის ინიციატივით, განახლებული სახით აღორძინდა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში.
ფესტივალი წელს საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორი კი „კავკასუს ონლაიანია“, რომელიც ფესტივალის ინტერნეტში ონლაინჩვენებას უზრუნველყოფს მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში.