ბიზანტიური ხელოვნების მუზეუმი

  11:39:55     15-10-2011

ბოდეს მუზეუმი სამხატვრო მუზეუმია ბერლინში. განთავსებულია სამუზეუმო კუნძულის ანსამბლში, სადაც ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. მუზუმი 1904 წელს დაარსდა. ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ კი, 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.

ბერლინში ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა 1871 წელს, კაიზერის კარზე, კრონპრინცის გარემოცვაში დაიბადა. ოდნავ მოგვიანებით, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დროს ეს საკითხი ხელახლა წამოიჭრა. კონკრეტული წინადადებები ვილჰელმ ფონ ბოდემ წამოაყენა. კარის არქიტექტორმა ერნსტ ფონ ინემ 1897-1904 წლებში, სამუზეუმო შენობა ბოდეს მიერ შეგროვებული ფერწერული და სკულპტურული კოლექციისთვის ააგო. მუზეუმი 1904 წლის 18 ოქტომბერს, 1888 წელს გარდაცვლილი ფრიდრიხ III-ის დაბადების დღეს გაიხსნა.

ნეობაროკოს სტილში შესრულებული შენობა, სამუზეუმო კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, 6 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და არასწორი სამკუთხედის ფორმით არის წარმოდგენილი. მუზეუმი დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებლებში და ყოველწლიურად ათასობით მომნახულებელიც ჰყავს.