ჯავშანმანქანა Cobra
10:29:16     14-10-2011
ჯავშანმანქანა „კობრაზე “ მუშაობა თურქული კომპანიის „ოტოკარის“ მიერ დაიწყო. ის თურქეთის არმიის შეიარაღებაში 1997 წელს შევიდა. „ოტოკარ კობრა“ მრავალმხრივი დანიშნულების ჯავშანმანქანაა, დავალების მოთხოვნილებების გათვალისწინებთ, მასზე მრავალი განსხვავებული როლის მორგებაა შესაძლებელი. დღესდღეობით ჯავშანმანქანა თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბაჰრეინის, მალდივის, ნიგერიის, პაკისტანის, სლოვენიისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების არმიათა შეიარაღებაში იმყოფება.
„კობრას“ ჯავშანი გათვლილია 7.62 მმ-იანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზე. მასზე ასევე შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დაყენებაც, რომელიც 7.62 მმ-იან ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ჯავშანმანქანას აქვს ლათინური V-ს ფორმის ფსკერი, რაც ნაღმების წინააღმდეგ მის მეტ მდგრადობას უზრუნველყოფს. მანქანაზე დამონტაჟებულია NBჩ-ის დაცვის სისტემა.
„კობრაზე“ შესაძლებელია სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დაყენება, რომელიც მოიცავს, როგორც 7.62 და 12.7 მმ-იან ტყვიამფრქვევებს, ასევე 40 მმ-იან ყუმბარმტყორცნს ან 30 მმ და მეტი კალიბრის ქვემეხს.
„კობრას“ ეკიპაჟი ორი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით საბაზისო მოდელს 9 სრულად აღჭურვილი ქვეითის ტრანსპორტირება შეუძლია. თუმცა მისი დესანტის რაოდენობა მანქანის ვარიანტსა და კონფიგურაციაზეა დამოკიდებული. ჯავშანმანქანის ბორტებზე რამდენიმე მცირე ზომის ამბრაზურაა დამონტაჟებულია, რომლიდანაც მასში მსხდომ დესანტს ცეცხლის წარმოება შეუძლია.
„კობრაზე“ ძალური დანადგარის სახით დაყენებულია Gენერალ Mოტორს-ის 6.5 ლიტრი მოცულობის V8 ტურბოდიზელის ძრავა, რომელიც 190 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ჯავშანმანქანის მრავალი კომპონენტი ამერიკული HMMჭV-იდან არის გადმოტანილი. თავისი მცირე წონის გამო „კობრას“ ტრანსპორტირება სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებითა და თვითმფრინავებით ადვილადაა შესაძლებელი.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 1997 წელს
ეკიპაჟი - 2 კაცი
დესანტი - 9 კაცი
მასა - 6 ტ
სიგრძე - 5.1 მ
სიგანე - 2.1 მ
სიმაღლე - 2 მ
ძრავა - Gენერალ Mოტორს V8 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 190 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქრე - 115 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 - 750 კმ
დახრილობა - 70%
გვერდითი დახრილობა - 40%
ვერტიკალური კედელი - 0.32 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - 1 მ
army.ge