მრავლისმომცველი ნეორენესასი
10:22:59     14-10-2011
ნეორენესანსი მრავლისმომცველი სტილია, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის არქიტექტურული აღორძინების მიმდინარეობათა იმ ასპექტებს, რომელიც არც გრეციულ (ბერძნული აღორძინება) და არც გოთურ (გოთური აღორძინება) სტილს ეკუთვნის, და რომელმაც აღმაფრენის წყაროდ კლასიციზირებული იტალიური ფორმების ფართო სპექტრი გამოიყენა. ვრცელი გაგებით, „რენესანსულ არქიტექტურას“ XIX საუკუნის არქიტექტორები და კრიტიკოსები მიაკუთვნებდნენ არა მხოლოდ ფლორენციასა და ცენტრალურ იტალიაში ადრეულ XV საუკუნეში დაწყებულ ჰუმანისტურ შენობათა სტილს; არამედ მასში ასევე მოიაზრებდნენ მანერიზმსა ან ზოგან ბაროკოსაც. თვითშერქმეული სტილის მიკუთვნება შუა და გვიანდელი XIX საუკუნისთვის უცხო არ ყოფილა: „ნეორენესანსს“თანამედროვენი უწოდებდნენ იმგვარ სტრუქტურებს, რომელსაც სხვანი უბრალოდ „იტალიანატს“ ან „მეორე იმპერიას“ შეარქმევდნენ.
განსხვავებული ფორმები, რაშიც არქიტექტურამ განვითარება ჰპოვა ევროპის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით კი საფრანგეთსა და იტალიაში, რენესანსის პერიოდში, კიდევ უფრო ართულებს ნეორენესანსის არქიტექტურის განსაზღვრებასა და ამოცნობას. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია „რენესანსის“ კატეგორიაში გაერთიანებული, თუმცა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ინგლისური ვოლატონის ჰოლის, იტალიური პალაცო პიტისა და ფრანგული შატო დე შამბორის შედარება.