ნეომავრიტანული სტილი
13:36:24     13-10-2011
ნეომავრიტანული სტილი — XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპისა და ამერიკის ეკლექტიკურ არქიტექტურაში რეტროსპექტიული მიმართულებაა, რომელიც შუასაუკუნეების ესპანური, პორტუგალიური, მავრიტანული და ისლამური ხუროთმოძღვრების არქიტექტურული მეთოდების, გადაფასებასა და, ხშირ შემთხვევაში, იმიტაციაში გამოიხატებოდა.
მას საფუძვლად უდევს ვესტგოტების, ბერბერებისა და არაბული ხალიფატის სხვა ხალხების მხატვრული ტრადიციების სინთეზი. სტილის პოპულარობა განპირობებული იყო აღმოსავლური საგნების მიმართ ზოგადი ინტერესის გაცხოველებით, ასევე, არქიტექტორების სურვილით, ესესხებინათ დეკორატიული ორნამენტების მოტივები ისტორიული წყაროებიდან, რომლებიც სცილდებოდა კარგად ნაცნობ კლასიკურ და გოტიკურ ფორმებს. ნეომავრიტანული სტილის შენობაა თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.