კლოდ პერო და ფრანგული კლასიციზმი

  13:35:07     13-10-2011

კლოდ პერო 1613 წელს, პარიზში დაიბადა. ფრანგი არქიტექტორი, ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ძმა იყო. განათლებით ექიმი, მუშაობდა მათემატიკაში, ფიზიკაში, ტექნიკასა და არქეოლოგიაში.

მისი არქიტექტურული ნამუშევრები ლუვრში, ადრეული ფრანგული კლასიციზმის დამაგვირგვინებელი ნაწარმოებებია (პეროს პროექტითაა აგებული ლუვრის მთავარი (აღმოსავლეთი) და შედარებით სადა სამხრეთი ფასადები). ლუვრის საზეიმო აღმოსავლეთი ფასადის (1667-74) კომპოზიცია მკაცრ, მსხვილმასშტაბიან რიტმს ემორჩილება და აღსავსეა დიდებულებითა და კეთილშობილებით.