რძის სუპი კვერცხით
12:30:38     13-10-2011
მასალა:
რძე - 1 ლიტრი
ქონდარი - 4-5 ძირი
ნიორი - 3-4 კბილი
კვერცხი - 4 ცალი
მარილი - გემოვნებით
რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წვრილად დაჭრილი ქონდარი, დავამატოთ დანაყილი ნიორი და თანდათანობით ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხები. როცა კვერცხი მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ქონდარი და სუფრაზე მივიტანოთ.