თეატრზე შეყვარებული ჯუდ ლოუ
13:25:26     12-10-2011
დევიდ ჯუდ ჰეივორთ ლოუ - თეატრისა და კინოს ინგლისელი მსახიობი დაიბადა 1972 წლის 29 დეკემბერს, ლონდონში. მისი მშობლები, მეგი და ლიტერ ლოუები, სკოლის მასწავლებლები იყვნენ. თოთხმეტ წლამდე ჯუდი ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა, თანაკლასელებთან კონფლიქტის გამო სასწავლებლის შეცვლა მოუხდა. მშობლებმა იგი დალვიჩის კერძო სკოლაში გადაიყვანეს.
ლოუს ჰყავს უფროსი და ნატაშა, რომელიც დღეს წარმატებული ფოტოგრაფია. მსახიობის მშობლები საფრანგეთში თეატრალურ სტუდიას ფლობენ. ჯუდ ლოუმ სცენაზე პირველად ექვსი წლის ასაკში დააბიჯა, იგი საბავშვო თეატრალურ დადგმაში იღებდა მონაწილეობას. ხოლო თორმეტი წლსი ასაკში უკვე ეროვნული მუსიკალურ თეატრში იყო.
ტელეეკრანზე ლოუ პირველად 1986 წელს გამოჩნდა, მონაწილეობდა გადაცემაში „ჯიბის ფული“. 17 წლის უკვე ფილმში მონაწილეობს, რომელიც ბეატრის პოტერის ზღაპრის მიხედვით გადაიღეს. სწორედ ამ წელს გადაწყვიტა ჯუდმა სკოლის მიტოვება და დაიწყო გადაღებები სერიალში „ოჯახი“. 1991 წელს ჯუდმა მონაწილეობა მიიღო სერიალ „შერლოკ ჰოლმსში“. მას მოჰყვა როლი სპექტაკლში „სამყაროს ყველაზე სწრაფი საათი“, რომელიც ჟურნალ Time Out-მა 1992 წლის საუკეთესო თეატრალურ პრემიერად დაასახელა. მთავარ როლს ფილმში ჯუდი 1994 წელს გადაღებულ „შოპინგში“ იღებს. ამ ფილმა პოპულარობა მართალია არ მოუტანა, მაგრამ მისი გადაღებისას ჯუდმა გაიცნო სედი ფროსტი, მომავალი მეუღლე.
1997 წელს ჯუდმა ითამაშა ფილმში „უაილდი“, რომელმაც მას Evening Standard-ის ჯილდო „საუკეთესო დებიუტანტი“ მოუტანა.
1999 წელს გადაღებულმა ფსიქოლოგიურმა თრილერმა „ნიჭიერი ბატონი რიფლი“ მსახიობს აღიარება მოუტანა. ამ ფილმში შესრულებული როლისათვის ჯუდ ლოუ „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინანტების რიგებში აღმოჩნდა. შემდეგ მოყვება წარმატებული გადაღებები ფილმებში „მტერი კარიბჭესთან“, „წყეული გზა“, „სიახლოვე“, „გულთა დამპყრობლები“, „შვებულება გაცვლით“, „შერლოკ ჰოლმსი“ და სხვა.
ფილმებში გადაღებების მიუხედავად, ჯუდი თეატრს არ ივიწყებს. ლონდონის თეატრში შესრულებულმა ჰამლეტის როლმა, 2010 წელს, Whatsonstage.com Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალზე „საუკეთესო თეატრის მსახიობის“ ტიტული მოუტანა.