12 ოქტომბერი - ჟან-პოლ სარტრის „სიტყვების“ პრეზენტაცია

  17:49:50     11-10-2011

12 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება ცნობილი ფრანგი ეგზისტენციალისტი მწერლისა და მოაზროვნის, ჟან-პოლ სარტრის წიგნის „სიტყვების“ პრეზენტაცია.

ამ წიგნის ქართულად გამოცემას აქვს საინტერესო ისტორია... 1975 წელს ცენზურამ გადაწყვიტა უკვე დაბეჭდილი წიგნის მთელი, ორმოცდაათათასიანი ტირაჟის განადგურება...

გაიცა განკარგულება დიდი ფრანგის მწერლის, ჟან-პოლ სარტრის "სიტყვების" ქართული თარგმანის გასანადგურებლად. დაიჭრა დაბეჭდილი წიგნის მთელი, ორმოცდაათიათასიანი ტირაჟი.

"სიტყვების" ქართული თარგმანის ორი ეგზემპლარი სტამბის თანამშრომელმა გადაარჩინა და მთარგმნელებს გადასცა...

ახლა მკითხველს საშუალება აქვს, გაიცნოს ჟან-პოლ სარტრის აკრძალული თხზულება გადარჩენილი ეგზემპლარებიდან.

ფრანგულიდან თარგმნეს გასტონ ბუაჩიძემ და კოტე ჯავრიშვილმა.

მისამართი: ევროპის სახლი (თავისუფლების მოედანი N1)

გამომცემლობა ”ინტელექტი” და  Institut Français de Géorgie