ფოვისტები და ევროპული ფერწერა

  13:00:36     11-10-2011

ფოვიზმი მიმდინარეობაა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში. მისთვის დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანს იარსება — დაახლოებით, 1898-1908 წლებში.

ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: „მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს“.

სახელი „ფოვისტები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.