ავსტრალიური ბიფშტექსი ბანანით

  09:48:21     11-10-2011

მასალა:

 

600 გრამი ძროხის ხორცის კარგი ნაჭერი

2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1 ცალი კვერცხი

1 კვერცხის გული

2 ცალი ბანანი

1 საშულო ზომის ხახვი

3 სუფრის კოვზი ნაღები

1 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი

პილპილი, მარილი

საფანელი

1 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა

ცოტა შაქარი

 

ხორცი დავჭრათ საკმაოდ თხელ ნაჭრებად და დავბეგვოთ ჩაქუჩით. ტაფაზე დავდოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი და ბიფშტექსი შევბრაწოთ ორივე მხრიდან, ვწვათ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში. ბანანი სიგრძეზე გავჭრათ ორ ნაწილად, ამოვავლოთ ფქვილში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შემდეგ ამოვავლოთ კვერცხში, საფანელში და შევბრაწოთ დარჩენილ ცხიმში. ბიფშტექსს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავდგათ ღუმელთან ახლოს. ნაღები შევურიოთ გახეხილ პირშუშხას და კვერცხის გულს, შემდეგ შევურიოთ წვისაგან დარჩენილი ხორცის წვენი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. სოუსს გემოვნებით მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შაქარი და მიღებული სოუსი მოვასხათ ბიფშტექსს.