კეთილშობილებით გამორჩეული იმპრესიონისტი
11:05:05     10-10-2011
ფრანგი იმპრესიონისტი ჟან ფრედერიკ ბაზილი შეძლებული პროტესტანტი ბანკირის ოჯახში დაიბადა. პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს, იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი, ასევე, მეგობრობდა პოლ სეზანთან, ალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათისთვის „საუზმე მდელოზე“. ასევე, ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზირებული ჰოსპიტალი“.
ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე, აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა. სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ. ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პურსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.