რუსეთი სამხედრო შეიარაღების განახლებას გეგმავს

  14:29:58     08-10-2011

რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა, პარასკევს განაცხადა, რომ ხელისუფლება 13 მილიარდ ამერიკულ დოლარს, უახლოეს სამ წელიწადში, რუსეთის მოძველებული სამხედრო ბაზების აღსადგენად დახარჯავს.

პარასკევს, შეხვედრაზე, პუტინმა აღნიშნა, რომ 1700 სამხედრო ქარხანას გადაუდებელი რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამ სამომავლო პროექტს კი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა, „კოლოსალური სამუშაო“ უწოდა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაახლოებით 400 მილიარდ რუბლს დახარჯავს, ამ ქარხნების მოდერნიზებისთვის. მან დასძინა, რომ განახლება აუცილებელია, რათა შესრულდეს ამბიციური პროგრამები, თანამედროვე იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ გვსურს, კარგ შეიარაღებას ვფლობდეთ, რომელიც შეესებამება თანამედროვე მოთხოვნებს, შეიარაღებული ბრძოლის წამოსაწყებად, ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავწყვიტოთ საკითხი, რომელიც თავდაცვის საკითხების სრულ განახლებას უკავშირდება“, – განაცხადა მან.

რუსეთი დაახლოებით 20 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს 2020 წლამდე, ამ საკითხის გადასაჭრელად და ახალი შეიარაღების შესასყიდად.

გამოსვლის ფარგლებში, პუტინმა აღნიშნა, რომ შეარაღებისა და თავდაცვის საკითხების მოგვარება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მილიტარიზაციის დაწყება სურს. დასძინა, რომ ქვეყანამ უნდა შეცვალოს საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღი, რომელთა ექსპლუატაციის ვადაც იწურება.

რუსეთის იარაღის მწარმოებლებმა, ხელისუფლებისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს, დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. ანალიტიკოსები ყველაფერში ბრალს კორუფციას, დაძველებულ აღჭურვილობასა და შეწყვეტილ კონტრაქტებს სდებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი რუსული ზებგერითი თვითმფრინავის შექმნა, რომელიც ამერიკული ანალოგის კონკურენტი უნდა იყოს, ძალიან ნელა მიმდინარეობს. Т-50–მა პირველი გაფრენა, 2010 წლის იანვარში შეასრულა, პირველი ამერიკული F-22 Raptor–ის პირველი გამოცდიდან 20 წლის შემდეგ. ამ უკანასკნელს, რუსული ვარიანტი ძალიან ჰგავს. რუსული ვარიანტის წარმოება კი საუკეთესო შემთხვევაში, 2015 წელს დაიწყება.

თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებლები ფასის მატებისა და მიზეზების აუხსნელობის გამო გააკრიტიკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ რამდენიმე ახალი წარმოების იარაღი, ოდნავ განსხვავდება კომუნისტური წარმოების იარაღებისგან.

 

ამ პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ გადაყვიტა იარაღის შეძენა. მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთმა საფრანგეთთან მილიარდ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ორი სამხედრო გემის შეძენას გულისხმობს. რუსეთმა, ასევე, შეიძინა ისრაელისგან უპილოტო თვითმფრინავები, იტალიისგან ბრონირებული სამხედრო ტრანსპორტი, საფრანგეთისგან სამხედრო ელექტროტექნიკა და მსგავსი აღჭურვილობები.