ჰოლივუდში „ანა კარენინას“ გადაღებები დაიწყო

  11:10:40     07-10-2011

ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით, ჰოლივუდში ფილმის „ანა კარენინა“ გადაღებები დაიწყო. ფილმს რეჟისორია ჯო რაიტი. სცენარი მოამზადა ოსკაროსანმა ტომ სტოპარდმა. გადაღებები ორ ქვეყანაში ბრიტანეთსა და რუსეთშია დაგეგმილი.

„ანა კარენინა“ ჯო რაიტისა და Working Title-ის მეოთხე ერთობლივი ნამუშევარი იქნება. მანამდე ამ სტუდიისათვის რეჟისორმა გადაიღო „სიამაყე და ცრურწმენა“, „გამოსყიდვა“ და „სოლისტი“.

ფილმის პროდიუსერები არიან ერიკ ფელნერი და ტიმ ბივანი Working Title-ის სტუდიიდან. მათ მალე შეუერთდებათ პოლ ვებსტერი.

ანა კარენინას როლს მსახიობი კირა ნაიტლი ასრულებს. ეს მისი მესამე ფილმია ჯო რაიტთან. ალექსეი კარენინის როლს ჯუდ ლოუ შეასრულებს, გრაფ ვრონსკის კი აარონ ჯონსონი.

ფილმის მუსიკაზე მუშაობს ოსკაროსანი კომპოზიტორი დარიო მარიანელი. გმირებისათვის კოსტიუმებს დიზაინერი ჟაკლინ დორანი ქმნის.