მერს კანინგემი – ამერიკელი მოცეკვავე
12:15:30     06-10-2011
მერს კანინგემი ამერიკელი მოცეკვავე, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი, ცეკვის საკუთარი სტილის ჩამომყალიბებელია.
კარიერაში, რომელიც თითქმის შვიდი ათწლეული გრძელდებოდა, კანინგემი აისიდორა დუნკანთან, სერჟ დიაგილევთან, მართა გრაამთან და ჯორჯ ბალანჩინთან ერთ რანგში იდგა, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე. 1989 წლამდე, უკვე 70 წლის ასაკში, ის მისი კომპანიის "Merce Cunningham Dance Company" თითოეულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. ხოლო 1999 წელს, 80 წლისამ, მიუხედავად სისუსტისა, მიხაილ ბარიშნიკოვთან დუეტში იცეკვა ნიუ-იორკის შტატის თეატრში. 2009 წელს მისი დაბადების დღეზე 90-წუთიანი "Nearly Ninety" (თითქმის ოთხმოცდაათი) მსოფლიო პრემიერის ნახვის შემდეგ, ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში, ის საკუთარი მოცეკვავეებისთვის ქორეოგრაფობას შეუდგა, ვინაიდან, მისი თქმით, საკუთარ თავში კვლავაც ქმნიდა ცეკვებს.
ცხოვრების ბოლო წლებში, მას უკვე თითქმის საყოველთაოდ მსოფლიოს უდიდეს ქორეოგრაფს უწოდებდნენ. მრავალისთვის კი, უბრალოდ, უდიდესი ცოცხალი ხელოვანი იყო, სემუელ ბეკეტის შემდეგ.