ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

  11:42:34     06-10-2011

ჩრდილოკავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე დაიწყო და 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება 58-ე არმიის შენაერთების და სამხედრო ნაწილების კონტრტერორისტული სწავლებები. სწავლების მსვლელობისას შეფასდება ჯარების მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემების პრაქტიკული შესაძლებლობები და შემოწმდება ჯარების მართვის სისტემის ეფექტურობა. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში ჩართულია სამხრეთ სამხედრო ოლქის შენაერთების, სამხედრო ნაწილების და ორგანიზაციების სამხედრო მართვის 15-ზე მეტი ორგანო.