ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული ბალერინა
10:15:58     05-10-2011
ანა პავლოვა XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის პერიოდის რუსი ბალერინაა. საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კლასიკური ბალეტის მოცეკვავე და განსაკუთრებით ცნობილია, როგორც იმპერიული რუსული ბალეტისა და სერჟ დიაგილევის ბალე-რუსის პრიმა ბალერინა. მის მიერ შექმნილი ყველაზე გამორჩეული როლი იყო „მომაკვდავი გედის“ სოლო საბალეტო პარტია.
დაიბადა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი, ხელმოკლე გლეხის ოჯახში. საკუთარი განცხადებით, მამამისი გარდაიცვალა, როცა ანა ორი წლის იყო. 8 წლის ასაკში საიმპერატორო ბალეტის სკოლაში არ მიიღეს მცირე ასაკის გამო. 10 წლისა ჩაირიცხა და იქვე სწავლობდა 16 წლამდე. სწავლის დასრულების შემდეგ, მარიინსკის თეატრში ცეკვავდა. ბალე-რუსის პირველ წლებში, მცირე ხნით მოღვაწეობდა სერგეი დიაგილევთან, სანამ საკუთარ დასს დააარსებდა, რის შემდეგაც მსოფლიო ტურებზე გაემართა.