კომპიზიტორი ინკოგნიტოდ...

  10:13:50     05-10-2011

ინგლისში ჩამოსული ლეონკავალო, ინკოგნიტოდ წავიდა თავისი ოპერა „პაიაცის“ წარმოდგენაზე. როდესაც ფარდა დაიხურა, ერთ-ერთმა მაყურებელმა, რომელიც კომპოზიტორის გვერზე იყო, წამოიყვირა: ბრავო! რა მუსიკაა! შედევრი! განუმეორებელია!

ლეონკავალომ დააპირა გაეხუმრა და შეეწინააღმდეგა:

-მე ვერ დაგეთანხმებით, პატივცემულო. მეც ცოტათი მუსიკოსი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ამ ოპერის მუსიკა უბრალოდ საზიზღრობაა, და მართალი რომ ვთქვა არაფრით არ ვარგა.

-რატომ არა, ბატონო? - ინტერესით იკითხა მაყურებელმა.

თავის ინკოგნიტობით დამტკბარმა, გამხიარულებულმა ლეონკავალომ თავისი ოპერა მიწასთან გაასწორა:

-მასში ყველაფერი მოპარულია: კავატინა - ბერლიოზისგან, დუეტი პირველი აქტიდან - გუნოსგან და ფინალი დიდი ვერდის მიბაძვაა...

დიდი იყო ხუმარას გაკვირვება, რომელმაც შემდეგ დილას მანჩესტერის გაზეთში წაიკითხა: „ლეონკავალო თავისი ოპერა „პაიაცის“ შესახებ: სპექტაკლში დამსწრებმა ლეონკავალომ აღიარა, რომ ოპერა პაიაციში არ არის არაფერი ორიგინალური. მან განაცხადა, რომ ოპერა ბოლომდე პლაგიატია“.

აღმოჩნდა, რომ კომპოზიტორის გუშინდელი მეზობელი იყო თეატრალური კრიტიკოსი.