რობი უილიამსმა პუბლიკა გააოცა

  11:52:37     04-10-2011

მსახიობი და მომღერალი რობი უილიამსი, ბრიტანული შოუს x-factor-ის ჩაწერაზე ნახევრად შიშველი გამოცხადდა. 37 წლის ვარსკვლავის სხეულს მხოლოდ თეთრი ტრუსი, წინდები და დიდი ფოთლები ფარავდა.

ამის გაკეთება რობის 80-იანი წლების ვარსკვლავმა სინიტამ შთააგონა, რომელიც 2009 წლის x-factor-ის ჩაწერაზე სრულიად შიშველი მივიდა. მომღერლის პიკანტურ ადგილებს რობის მსგავსად, მხოლოდ ფოთლები ფარავდა.

"დავინახე სინიტა და მივხდი, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მე მინდა. აბა, რას ფიქრობთ ამაზე, ბიჭებო?" - განუცხადა რობიმ ჩაწერაზე მისულ საზოგადოებას.

აუდიტორია შოკში ჩავარდა და თამამი ვარსკვლავი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, თუმცა რობის კოლეგა, ჯგუფ Take That-ის წევრი ჰარი ბარლოუ მოულოდნელობისგან გაოცდა და სახე ხელებით დაიფარა.