პენტაგონი აფრიკის უდაბნოში რაკეტებს ეძებს
15:17:13     01-10-2011
უახლოეს მომავალში აშშ, ლიბიაში სამხედრო სპეციალისტების სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის, რომლის მთავარი ამოცანა ლიბიის ტერიტორიაზე გაფანტული საზენიტო რაკეტების მოძიება და განადგურება იქნება. აშშ-ს ხელთ არსებული ინფრომაციით, ლიბიაში საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე, კადდაფის ხელისუფლების განკარგულებაში 20 ათასამდე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი იმყოფებოდა. ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოგდება ხდება.
კადაფის არმიის უკან დახევისას, იარაღის საწყობების უმეტესობა, მეამბოხეებისა და ოპოზიციის ხელში ჩავარდა. სავსებით რეალურია, რომ მათ ხელში გადასატანი საზენიტო კომპლექსებიც აღმოჩნდეს. ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფს კი მათი მოძიება და განადგურება ევალება. ამერიკელები შიშობენ, რომ ეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ტერორისტების ხელში მოხვდება.
საინტერესოა ის, რომ თეთრი სახელის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს წარმომადგებლებმა ჯერ ვერ მიაგნეს, კადდაფის არსენალებიდა დატაცებულ იარაღს.
უახლოეს მომავალში, თეთრი სახლი ლიბიის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიან სამძებრო ოპერაციას წამოიწყებს. მასში მონაწილეობას სპეციალისტები პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროდან მიიღებენ. მათ ნაწილს არსებული საწყობების დაცვა დაევალება. ნაწილი კი ტრიპოლის, ბენგაზისა და სურტას არსენალებიდან დატაცებული 20 ათასი საზენიტო კომპლექსის ძებნას შეუდგება.
საბჭოთა პერიოდში, ლიბიის ხელისუფლებამ, მოსკოვისგან Игла-ს და Стрела-2-ის ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შეიძინა. პირველის შემთხვევაში, კომპლექსს სამიზნის განადგურება მაქსიმალური 5200 მ-ის დისტანციაზე შეუძლია. სიმაღლის მიხედვით კი მაქსიმუმი - 3800 მ-ია. რაკეტა 10.6 კგ-ს იწონის, საიდანაც 1.3 კგ საბრძოლო ქობინზე მოდის.
Стрела-2-ის შემთხვევაში კი, მაქსიმალური დისტანცია, რომელზეც მას სამიზნის განადგურება შეუძლია 3600 მ-ია, სიმაღლე კი - 1500 მ. ამ ტიპის იარაღის უპირატესობა მისი პორტატულობა, შედარებით მცირე მასა და რაც მთავარია მარტივი გამოყენებაა.
ლიბიაში, მომუშავე უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის თანამშრომლის თქმით, გადასატანი-საზენიტო სარაკეტო კომპელქსების დატაცება, დაუცველი და მიტოვებული იარაღის საწყობებიდან ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, ის თვითონ არაერთხელ შესწრებია როგორ ტვირთავდნენ ამ ტიპის იარაღს სატვირთო მანქანებსა და პიკაპებში სამოქალაქო თანსაცმელში ჩაცმული პირები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტების მტკიცებით, საუბარია ისტორიაში საზენიტო იარაღის დატაცების ყველაზე დიდ შემთხვევაზე. თუმცა თავად ლიბიის ამჟამინდელ გარდამავალ ხელისუფლებას, დატაცებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების თუნდაც მიახლოებითი რაოდენობის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, გადასატანი-საზენიტო სარაკეტო კომპლექსები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. გამოჩენისთანავე მაღალი ეფექტურობის წყალობით, მათ დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამ იარაღის პირველი გამოყენება 1969 წელს, ისრაელ-არაბეთის ომისას მოხდა. საბჭოური წარმოების Стрела-2-ის ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსების გამოყენების მხოლოდ პირველ დღეს, ათი გასროლით ექვსი ებრაული თვითმფრინავი იყო ჩამოგდებული.
მაგრამ ეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება საფთხეს არა მხოლოდ სამხედრო თვითმფირნავებისა და შვეულმფრენებს უქმნის. მხოლოდ 1978-97 წლებში, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მონაცემებით, სამოქალაქო ლაინერების წინააღმდეგ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენების 27 შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო დროის განმავლობაში ამგვარი სახის შეიარაღება ტერორისტების საყვარელ იარაღად იქცა. შავ ბაზარზე მათი საშუალო ფასი 50000 დოლარია. ისინი პორტატიულები არიან და მათი გამოყენება დიდ ცოდნას არ მოითხოვს. მართალია მთელ მსოფლიოში ამგვარი სახის იარაღი მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. თუმცა დღევანდელი დღისთვის, შავ ბაზარზე ამ კომპლექსების ოდენობა 50-დან 70 ათასამდე მერყეობს.
დღეს ამ სახის აირაღს მსოფლიოს 11 ქვეყანა აწარმოებს. ესენია: ჩინეთი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, აშშ. შესაბამისად ყველა გამოშვებული ერთეულის გაკონტოროლება შეუძლებელია.
2002 წლის ნოემბერში რაკეტის გაშვების არასწორედ შერჩეულმა აზიმუტმა დაღუპვისგან ებრაული ავიაკომპანია "არკია აირლაინს"-ს Boeing 727-ის 261 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი გადაარჩინა. თვითმფრინავს Стрела-2, კინიის მომბასის აეროპორტიდან აფრენისას ესროლეს.
2003 წლის 22 ნოემბერს, ორი რაკეტიდან ერთ-ერთი ავიაკომპანია DHL-ის კუთვნილ სატვირთო A-300-ს მოხვდა. დაზიანებების მიუხედავად ეკიპაჟმა შეძლო ავარიულად თვითმფრინავის ბაღდადის აეროპორტში დასმა. 2007 წლის 23 მარტს, სომალიში მოგადიშოს აეროპორტიდან აფრენისას, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ბელორუსიის სატრანსპორტო Ил-76ТД ჩამოაგეს. დაიღუპა 11 ადამიანი.