ირანის ხელისუფლებამ, წარმოებაში საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „კადერები“ ჩაუშვა
13:30:55     30-09-2011
ირანის ხელისუფლებამ, წარმოებაში საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „კადერები“ ჩაუშვა. აღნიშნული საბრძოლო იარაღის დანიშნულება, სამხედრო გემებზე, ფრეგატებსა და სანაპირო სამიზნეებზე, იერიშის მიტანაა.
როგორც Tehran Times იუწყება, რაკეტების უცნობი რაოდენობა, რომელთა მოქმედების რადიუსიც 200 კილომეტრს შეადგენს, ირანის სამხედრო და რევოლუციური გვარდიის დანაყოფებმაც მიიღეს.
ირანის პრეზიდენტმა რაკეტა „კადერი“, პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში წარმოადგინა.
ამასთანავე, შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანში, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის შექმნაზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს უკანასკნელი კი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რუსული С-300–ის ანალოგი იქნება.
აღნიშნული ინფორმაცია, სამხედრო ძალების, ბაზის ჰატამ ალ–ანბიას, „ისლამური რევოლუციის მებრძოლთა კორპუსის“ მეთაურმა, ფარზად ესმაიმ გაავრცელა.
ირანული საზენიტო–სარაკეტო კომპლექტის სახელწოდება, „ბავარ – 373“ იქნება. აღნიშნულ იარაღზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთ–ირანის კონტრაქტი, С-300 –ების, ირანის მიერ შეძენასთან დაკავშირებით, გაუქმების ზღვარზე მივიდა. როგორც ესმაიმ აღნიშნა, პარამეტრების თვალსაზრისით, „ბავარ – 373“ С-300–ს გადააჭარბებს.
ამასთანავე, ირანის თვადაცვის მინისტრმა, გენერალმა აჰმად ვაჰიდიმ, რუსეთს საზენიტო–სარაკეტო კომპლექტ С-300–სთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებისკენ მოუწოდა.
აღნიშნული კომპლექტები, შესაძლოა, სერიოზულ საფრთხედ იქცნენ, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოსა და ისრაელის ავიაციებისთვის. მას იმის ძალაც კი შესწევს, გარკვეული დროით გადადოს, ამ ქვეყნების მიერ, ირანში დაგეგმილი სამხედრო ჩარევები. თეირანის აღნიშნული მოწოდება მაშინ გავრცელდა, როცა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა. ამის მიზეზი კი რუმინეთში რაკეტსაწინააღმეგო დანადგარების დამონტაჟება და ევროკავშირს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სეპარატისტული მოლაპარაკებების წამოწყება, კასპიის ზღვის გაზსადენთან დაკავშირებით, გახდა.
რუსეთსა და ირანს შორის კონტრაქტი, С-300–ების ირანის ტერიტორიაზე განლაგებასთან დაკავშირებით, 2005 წელს იქნა ხელმოწერილი. თუმცა, გასული წლის სექტემბერში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კონტრაქტი გააუქმა. ეს კი იმით ახსნა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ შექმნილი სანქციების ახალი პაკეტი, ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის.
ამის შემდეგ კი, ირანი კვლავ განაგრძობდა, რუსეთის მხრიდან მოვალეობების შესრულებისა და ქვეყნისთვის, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების შესყიდვის უფლების მიცემის მოთხოვნას.