დრეზდენის სასახლე

  10:03:42     30-09-2011

დრეზდენის ცვინგერი არის ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. მისი ყველაზე პოპულარული ნაწილია „გვირგვინიანი კარიბჭე“ , რომლის წვერს ამშვენებს პოლონეთის სამეფო გვირგვინი. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედანზე ხედით.

„ნიმფების აუზი“ მდებარეობს „ცვინგერის“ ციხესიმაგრის კედლების შიგნით, ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევა ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს შადრევნებს შორის. „ცვინგერის“ კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა „ზარებიანი საათი“, რომელიც დამზადებულია მაისნერის პორცელანისაგან.