ენკაუსტიკური ნახატები
10:48:19     29-09-2011
ენკაუსტიკა ცვილოვანი საღებავით ხატვაა, გაცხელებული მასალით წერის წესით, ანუ ცვილოვანი ფერწერა. ამ ტექნიკით შესრულებულ ძეგლთაგან აღსანიშნავია VI-VII საუკუნეების ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც რესტავრირებულია გვიან საუკუნეებში; წილკნის ღვთისმშობლის ხატი (IX ს.).
ენკაუსტიკური სურათები ყოველთვის ფასდაუდებელ სიმდიდრეს წარმოადგენდა. ისეთი იმპერატორები, როგორიც იყვნენ ავგუსტი, ცეზარი, ტიბერიუსი, ასეთი ტილოების შესაძენად იღებდნენ დიდ ქონებას, რომლიც დროთა განმავლობაში, თავს რომში იყრიდა.
თუმცა ეს ყველაფერი რომში დაიწვა ან ომებს შეეწირა. გადარჩა მხოლოდ ის, რაც დაფლული იყო მიწაში . 1880 წელს, ეგვიპტეში, ფაიუმის ოაზისში, კაიროს ახლომახლო, აღმოაჩინეს 2000 წლის მუმიები, რომელთაც სახეებზე მიბინტული ჰქონდათ პორტრეტები. ამ პორტრეტებმა შეიძინეს სახელწოდება - ფაიუმის პორტრეტები. ეს პორტრეტები იწერებოდა ადამიანის სიცოცხლეში და როცა ის კვდებოდა, მას მუმიფიცირებისას, სახეზე გადააფარებდნენ. ეს იყო რელიგიური რიტუალი, რომლის დროსაც ხალხს სჯეროდათ, რომ სახის გამოსახულების შენარჩუნებით, ნარჩუნდებოდა თავად პიროვნებაც. ამან მართლაც გაამართლა და დღეს ჩვენს წინაშეა 2000 წლის წინ მცხოვრებ ადამიანთა პორტრეტები.