დიდი ადრიანო
10:59:25     28-09-2011
ადრიანო ჩელენტანო 1938 წელს, ქალაქ მილანში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს.
ცნობილი გადმოცემის თანახმად, მომღერლის კარიერამდე, ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.
ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე, იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.
ადრიანოს მეუღლეა კლაუდია მორი. მათ ჰყავთ სამი შვილი - როზიტა, ჯაკომო და როზალინდა, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ სატანის როლი შეასრულა.
ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. 2005 წლიდან, ადრიანო ვეტეგარიანულ ცხოვრებას მიჰყვება და იცავს ცხოველთა უფლებებს.