სიმინდის ფქვილის ღვეზელები კოლუმბიურად
10:50:47     28-09-2011
მასალა:
125 გრამი კარაქი ან მარგარინი
125 გრამი ღორის ქონი
150 გრამი შაქარი
2 ცალი კვერცხი
250 გრამი სიმინდის ფქვილი
250 გრამი ხორბლის ფქვილი
კარაქი და ქონი გავადნოთ, ვაცალოთ ცოტა გაციება და დავამატოთ კვერცხები და გაცრილი ფქვილი. ძალიან კარგად მოვზილოთ და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ გავაკეთოთ კვერცხის ზომის მოგრძო ფორმის ბურთულები, მოვათავსოთ ისინი კარაქწასმულ ჟარუნაზე, თითოეული ბურთულის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება. მოვათავსოთ ჟარუნა ღუმელში. ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე მანამდე, სანამ ისინი ღია ყვითელი ფერის არ გახდება. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ დაშაქრული ხილით, კომპოტით და ვანილის კრემით.