ცხვრის ხორცი კომბოსტოთი და პილპილით
10:02:51     27-09-2011
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
30-60 გრამი მარგარინი ან სხვა სახის ცხიმი
1 კილოგრამი კომბოსტო
მარილი
1 ჩაის კოვზი პილპილის მარცვლები
2 სუფრის კოვზი ფქვილი
ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ქვაბში. დავამატოთ ცოტა წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვშუშოთ თითქმის მზადყოფნამდე. ხორცი ამოვიღოთ, ხოლო წვისგან დარჩენილ სოუსში მოვშუშოთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო. როდესაც კომბოსტო მზად იქნება. გადავიღოთ ის ხორცთან ერთად მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში. წვისაგან დარჩენილი სითხე შევურიოთ ფქვილს, დავამატოთ მარილი და დანაყილი პილპილი, დავამატოთ სულ ცოტა წყალი, შემდეგ ვადუღოთ, რომ გამოგვივიდეს საკმაოდ სქელი სოუსი და მოვასხათ ზემოდან კომბოსტოს. შევდგათ კერძი ღუმელში კიდევ 20 წუთით. ცხვრის ხორცთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი ზირასთან ერთად.