ენდი უორჰოლი – ავანგარდისტი მხატვარი და კინოხელოვანი
14:10:55     26-09-2011
ენდი უორჰოლი ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწეა. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ–ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.
ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.
უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორი მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის კოკა–კოლას ეტიკეტის დიზაინი. ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით". მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: "ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება".
ენდი უორჰოლი არამარტო თავისი ნახატებით და ფილმებითა არის ცნობილი, არამედ თავისი სტუდიითაც, რომელიც ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა.