ამერიკული ფლოტი "ჰორნეტების" სწრაფი მოძველების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა
13:43:43     26-09-2011
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები F/A-18 Hornet და Super Hornet-ის ტიპის საგემბანო გამანადგურებლების კონსტრუქციის სწრაფი დაძველების წინაშე აღმოჩნდნენ. ნებისმიერ საფრენ აპარატს, ტიპიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე საკუთარი რესურსი გააჩნია, რომლის ამოწურვის შემდეგ ის ექსპლუატაციიდან უნდა მოიხსნას. მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკული საგემბანო გამანადგურებლების კონსტრუქციის რესურსის ამოწურვა დაგეგმილზე უფრო სწრაფად ხდება. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ტიპის საგემბანო თვითმფრინავების შეიარაღებაში მიღებისას, მათი რესურსის ანგარიში მშვიდობიან პირობებში გამოყენებით, ხდებოდა. მაგრამ უკანასკელი ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. იქ კი სადაც ავიამზიდების გამოყენება ხდება, მუშაობის მთელი ტვირთი, "ჰორნეტების" "მხრებს" აწვება.
1970-1980-იან წლებში სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში F/A-18C-ის ტიპის საგემბანო გამანადგურებლის მიღებისას, ისინი 20 წლიან საექსპლუატაციო ვადაზე იყვნენ გათვლილნი. მაგრამ 1991 წელს სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობამ, მათი რესურსიც შეამცირა. სპარსეთის ყურის გარდა თვითმფრინავებმა მონაწილეობა 1999 წელს იუგოსლავიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროსაც მიიღეს. რესურსის შემცირების გამო კი თვითმფრინავებს უფრო ხშირად უწევთ გეგმიური რემონტისა და შემოწმების გავლა. ეს კი მათი შენახვის ხარჯების ზრდას იწვევს.
მსგავსი სიტუაცია F/A-18E/F/G-ის ტიპის თვითმფრინავების გარშემოც შეიქმნა. კერძოთ, F/A-18E ექსპლუატაციაში უკვე თითქმის ათი წელიწადი იმყოფება და მისი რესურსი ექვსი ათასს საათს შეადგენდა. მაგრამ საბრძოლო ოპერაციებში აქტიური გამოყენების გამო, ეს მაჩვენებელი სამი ათასს საათამდე შემცირდა. სწორედ ამ სიდიდით არის გასნაზღვრული ამჟამად ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავების ფრთების რესურსი. საქმე იმაშია, რომ საბრძოლო დავალებაზე თვითმფრინავი შეიარაღების გარკეული ნომენკლატურით მიფრინავს, რომელსაც საკუთარი წონა გააჩნია. რაკეტებისა და ბომბების გამოყენებამდე საქმე ყოველთვის არ მიდის. თანადროვე შეიარაღება ათი ათასობით დოლარი ღირს. ასე, რომ კონკრეტული სამიზნის გარეშე მის გამოყენებაზე ან გადაყრაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ თვითმფრინავი გემბანზე შეიარაღებით ბრუნდება.
ავიამზიდის გემბანზე დაჯდომისას, თვითმფრინავის კონსტუქციაზე მოქმედ დატვირთვებს, ფრთებზე დაკიდებული შეიარაღების წონა, კიდევ დამატებითად ზრდის.
2011 წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში, "ბოინგის" წარმომადგენლებმა ერთი კონკრეტული ავიამზიდის "დუაიტ ეიზინჰაუერის" შემთხვევაში, F/A-18-ების საბრძოლო გამოყენების სპეციფიკა შეისწავლეს. ზაფხულის განმავლობაში ავიამზიდი სპარსეთის ყურეში, პაკისტანის სანაპიროსთან მორიგეობდა და ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა.
ხომალდის გემბანიდან, რომლის წყალწყვაც 95000 ტონაა, თითქმის ყოველდღიურად, მის ბორტზე ბაზირებადი 48 F/A-18-ის ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო დავალებაზე მიფრინავს. სწორედ ეს თვითმფრინავები ასრულებენ ავღანეთის თავზე, აშშ-ს სამხედრო ავიაციის ფრენების 30 %-ს, რომლების კოალიციის სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად არის საჭირო.
რა თქმა უნდა, ფრენების ინტენსივობა სხვადასხვა ხასიათისაა. მაგრამ "პიკი საათის" შემთხვევაში ყოველ 60 წამში ავიამზიდის გემბანიდან ერთი თვითმფრინავი ფრინდება. დაჯდომების შემთხვევაში ინტენსოვობა იზრდება - ყოველ 45 წამში გემბანზე ერთი თვითმფრინავი ეშვება. ზოგიერთ შემთხვევაში საბრძოლო დავალებების ხანგრძლივობა 5-6 საათს აჭარბებს.
რაც შეეხება თავად "სუპერ ჰორნეტის" ტიპის თვითმფრინავს, ის საგემბანო ბაზირების გამანადგურებელ-ბომბდამშენების კლასს მიეკუთვნება შესაბამისად მას ეფექტური ბრძოლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეებთან შეუძლია. ის პირველად 1995 წლის 29 ნოემბერს აფრინდა. მისი აქტიური ექსპლუატაცია 2000 წელს დაიწყო და დღეისთვის ის აშშ-ს ძირითადი საგემბანო თვითმფრინავია.
მართალია საბაზო ვარიანტთან შედარებით, ცარიელი "სუპერ ჰორნეტის" მასა 3200 კგ-ით გაიზარდა, სამაგიეროდ საწვავის მარაგმა 33 %-ით მოიმატა. ეს კი დაუყოვნებლივ მოქმედების საბრძოლო რადიუსზე აისახა - ის საბაზო თვითმფრინავთან შედარებით 41 %-ით გაიზარდა. ფრენის ხანგრძლივობა კი - 50 %-ით. გარკვეულ წილად ამ პარამეტრების ზრდას, თვითმფრინავზე უფრო ძლიერი ძრავების დაყენებამაც შეუწყო ხელი, რომლებიც "ჰორნეტთან" შედაერებით 35 %-ით მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებენ.
მართალია ავიამზიდის გემბანზე ყოფელი დაჯდომის შემდეგ, თვითმფრინავები დეტალურ შემოწმებას გადიან, მათ შორის მოკრობზარების არსებობაზეც. საჭიროების შემთვევაში საჭირო დეტალების შეცვლა ადგილზევე ხდება. მაგრამ თვითმფრინავის პლანერს მაინც შეზღუდული რესურსი გააჩნია და ადრე თუ გვიან "სუპერ ჰორნეტები" ჩამოსაწერი იქნებიან. სწრაფი მოძველების გამო სავადაუდოთ, F/A-18-ის პირველი მოდიფიკაციების ჩამოწერა იქამდე მოხდება, ვიდრე აშშ-ს სამხედრო ფლოტი F-35B/C Lightning II-ის ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაციას დაიწყებს.
ამჟამად აშშ-ს თავდაცვის უწყება სხვადასხვა პროგრამების წყალობით ცდილობს "სუპერ ჰორნეტებს" სიცოცხლე გაუხნგრძლივოს. საბრძოლო დავალებებზე კი, სადაც თვითმფრინავებისგან მაღალი საბრძოლო დატვირთვა მოითხოვება "ასაკოვანი" თვითმფრინავების გაშვება აიკრძალა.