კავკასიური მწვადი
10:54:46     26-09-2011
მასალა:
500 გრამი ნაზი ცხვრის ხორცი
მარილი, პილპილი
რგოლებად დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი
მცენარეული ზეთი
200 გრამი პამიდორი
200 გრამი სალა
ოხრახუში
მწვანე ხახვი
მარილი, პილპილი
ცხვრის ხორცი დავჭრათ 2 სმ სიგრძის და 1 სმ სისქის ნაჭრებად, მსუბუქად დავბეგვოთ და ცოტა ხნით ჩავაწყოთ მცენარეული ზეთის, ხახვის, პილპილის, მარილის და წვრილად დაჭრილი ნივრისაგან მომზადებულ მარინადში. თანმიმდევრულად ჩამოვაცვათ შამფურზე ხორცის ნაჭრები, ხახვი, პამიდორი, სალა. შევწვათ ნაკვერჩხალზე ან უბრალოდ ტაფაზე მცენარეულ ზეთში ან მარგარინში. მოვაყაროთ ოხრახუში. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ ბრინჯი ან მწვანე ხახვი.