შოკოლადის ნამცხვარი
11:16:18     18-10-2011
მასალა:
შოკოლადი - 100 გრ
კარაქი - 100 გრ
თხილი - 100 გრ
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1 სუფრის კოვზი
ფქვილი - 100 გრ(3 სუფრის კოვზი)
გავადნოთ 1 ფილა შოკოლადი და 100 გრამი კარაქი. მსხვილად დავჭრათ თხილი. 3 კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, სანამ არ გაჩნდება ქაფი. დავამატოთ 100 გრ ფქვილი, თხილი, გამდნარი შოკოლადი და ავურიოთ. ცომი ჩავდოთ პერგამენტის ქაღალდით მომზადებულ ფორმაში. ვაცხობთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
„გურმანი“