ღორის ხორცი ანანასში
10:25:44     17-10-2011
მასალა:
ანანასი - 1 ცალი
ღორის ხორცი - 600 გრ
ყველი - 50 გრ
ზეთისხილი უკურკო - 20 ცალი
ოხრახუში - 1 კონა
მარილი - გემოვნებით
გარეცხილი ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, მარილს ვაყრით და ვწვავთ მაღალ ტემპერატურზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში. წყალს ვასხამთ ისე რომ დაფარული იყოს ხორცი მთლიანად და ვწვავთ 25 წუთი. ანანასს ვჭრით 2 ნაწილად. გულს ვაცლით მთლიანად. ანანასის გულს ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვურევთ ღორის ხორცს. ამას ყველაფერს ვდებთ გაჭრილ ანანასში. ზემოდან ვდებთ დაჭრილ ზეთის ხილს და მწვანილს. მერე ვაყრით გახეხილ ყველს. ანანასებს ვდებთ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთით. გამზადებულ კერძს ვყოფთ 4 ნაწილად. კერძის მირთმევა შეიძლება ბრინჯით.
„გურმანი“