მედალიონები იტალიურად
10:49:55     15-10-2011
მასალა: ხბოს რბილი ნაჭერი (მსუქანი ნაწილი) – 500 გრამი,
ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი,
ხორბლის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი,
მდოგვი – 1 სუფრის კოვზი,
ტომატის სოუსი – 1 ჩაის ჭიქა,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
ხორცის ნაჭრებისაგან გავაკეთოთ მედალიონები, დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, წავუსვათ მდოგვი, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ცხიმში. მივირთვათ ტომატის სოუსთან ერთად. შეგვიძლია გარნირად დავამატოთ მაკარონი ყველით.