ტომატის სუპი ჰოლანდიურად
10:07:13     14-10-2011
მასალა: 2-3 ლიტრი ხორცის ბულიონი ან 4-5 ბულიონის კუბიკისგან მომზადებული ბულიონი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ნიორი – გემოვნებით, 300-500 გრამი ხახვი, 2 პატარა ქილა ტომატის პიურე, 1 სუფრის კოვზი დაფქული, ტკბილი წიწაკა, 200-300 გრამი ხორცის ფარში, 500 გრამი ახალი პომიდორი, 100-150 გრამი ვერმიშელი, მარილი, ოხრახუში – გემოვნებით, 200 მლ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები.
ცეცხლზე დავდგათ ბულიონი, ან წყალი და ჩავამატოთ კუბიკები და დაფნის ფოთოლი. 4 ნაწილად დავჭრათ ხახვი და მდუღარე წყალში მოვათავსოთ. დავუმატოთ ნიორი და ტკბილი წიწაკა. ხახვი ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი. ამასობაში ხორცის ფარშისაგან გავაკეთოთ პატარა გორგოლები და ჩავუშვათ სუპში. შემდეგ ჩავამატოთ ტომატ-პიურე და პომიდორი. დავამატოთ ვერმიშელი და თავდახურული, ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, დაახლოებით 10 წუთი. ჩავუმატოთ მარილი და პილპილი – გემოვნებით. პერიოდულად ვურიოთ. თეფშებზე მოვათავსოთ ნაღები, ზემოდან დავასხათ სუპი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.