სერჟანტთა მომზადების სკოლა
10:27:03     11-10-2011
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის გაზაფხულზე ქალაქ გორში ერთი სასწავლო კურსით (მსუბუქი ქვეითი სპეციალობით) ჩამოყალიბდა. დაარსებიდან სამი წლის შემდეგ სკოლაში ახალი სპეციალობები გაიხსნა.
2006 წლიდან ოცეულის სერჟანტების მომზადება (მსუბუქი ქვეითი სპეციალობით), ხოლო 2007 წლიდან ტრანსფორმაციის კურსი დაიწყო.
2006 წლიდან სერჟანტთა მომზადების სკოლას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება.
2009 წლიდან სერჟანტთა სკოლაში ათეულის მეთაურების მომზადება დამატებითი სპეციალობებით (კავშირგაბმულობა, საინჟინრო, საარტილერიო, ჯავშანსატანკო) დაიწყო.
2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. სასწავლო კურსის პირველი ეტაპი დაიწყო და დასრულდა 2010-2011 წლებში. სერჟანტთა მომზადების სკოლა ამჟამად გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება. დისლოკაციის ადგილია ქალაქი გორი.
mod.gov.ge