ლოქო წვენით
11:22:14     08-10-2011
მასალა:
ლოქო - 1 კილოგრამი
დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
ქინძი - 6-7 ძირი
პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი - გემოვნებით
ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ.