ფარშირებული კიტრი ბერძნულად

  10:48:18     07-10-2011

მასალა:

 

2-4 ცალი საშუალო ზომის კიტრი

150 გრამი დაჭრილი ხორცი ან 500 გრამი წვრილად დაჭრილი მოშუშული სოკო

50 გრამი თეთრი პური ან 1-2 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი

1 თავი დიდი ზომის ხახვი

ოხრახუში

მარილი, პილპილი

1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა

არაჟანი ან იოგურტი

კამა

ლიმონის წვენი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

ცოტა ფქვილი

 

კიტრი გავთალოთ, გავჭრათ სიგძეზე, გამოვაცალოთ თესლი. გასუფთავებული ნახევრები გავავსოთ ფარშით. ფარში შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ:  დაჭრილი ხორცი ან სოკო შევურიოთ ხახვს, ბრინჯს ან დამბალ პურს, დავამატოთ ოხრახუში, მარილი, პილპილი, შემდეგ დავაფაროთ კიტრის ცარიელი ნახევრები. გადავახვიოთ ძაფით და ჩავაწყოთ ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. რამდენიმე კოვზი არაჟანი ან იოგურტი შევურიოთ ტომატ-პასტას. მიღებული სოუსი დავასხათ მომზადებულ კიტრს, მოვასხათ ლიმონის წვენი და 20 წუთით დავდგათ მოსაშუშად თავდახურული. მზა კიტრს მოვაყაროთ ოხრახუში და სუფრაზე თეთრ პურთან ერთად მივიტანოთ.