შემწვარი ქათამი სუნელებით

  10:25:54     06-10-2011

წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და ასეთ მდგომარებაში დავტოვოთ რამოდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში.ქათამი შამფურზე წამოვაგოთ, ცეცხლზე შევწვათ და ხანგამოშვებით წავუსვათ ზემოაღნიშნული მასალა.