რუსეთს ატომური ომი სურს?

  10:06:59     05-10-2011

რუსეთი და დასავლეთი ცდილობენ კომპრომისის მიღწევას ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულად ართულებს მათ ურთიერთობას. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ფედერაციას შესთავაზა თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებში თანამშრომლობა, და ამასთანავე, ორი ცენტრის შექმნა, სადაც არა მხოლოდ რაკეტების მონაცემების ანალიზი მოხდება, არამედ მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაგირება უნდა მოხდეს სარაკეტო საშიშროებასა და მუქარაზე. მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, ამ წინადადებისადმი სკეპტიკურად განეწყო. კრემლის წარმომადგენელმა კი პირადპირ განაცხადა: „კონსესუსის მიღწევის შანსები არ არსებობს. ახლა ან საკუთარი ანტისარაკეტო სისტემა უნდა შევქმნათ, ან შევაფასოთ ატომური პოტენციალები“.

მას შემდეგ, რაც რუსეთის წინადადება, ნატოსთან ერთად სექტორული ანტისარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, უარყოფილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ, დასავლეთმა შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. როგორც ცნობილი გახდა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა, თავდაცვის საკითხებში რამდენიმე ამერიკული ინიციატივის, მათ შორის ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული სტრატეგიების განხილვა დაიწყეს. საუბარი პირველ რიგში, რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობზე თანხმობის მიცემაზე მიმდინარეობს. ეს თანამშრომლობა მოიცავს არა მარტო ინფორმაციის, არამედ ტექნოლოგიის გაცვლასაც.

ამერიკის შეერთებული  შტატების კიდევ ერთი ინიციატივა, თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ანტისარაკეტო სისტემის სფეროს უკავშირდება – კონკრეტულად კი ორი ცენტრის შექმნას. ერთ–ერთ მათგანში, ვაშინგტონის გეგმებისამებრ დამუშავდება და ანალიზი გაუკეთდება რუსულ და ამერიკულ მონაცემებს გაშვებულ რაკეტებთან დაკავშირებით. მეორე ცენტრი, რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საშუალებას მისცემდა ერთობლივად ემოქმედათ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდებოდა რომელიმე მესამე ქვეყნის მიერ რაკეტის გაშვება ამ ორი ქვეყნის მიმართულებით.

რუსეთის ფედერაციაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად არ აფასებენ. ამერიკული ინიციატივები მაშინ გამოჩნდა, როცა რუსეთის ფედერაციას იმედი ჰქონდა გადაწურული ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. კრემლში კი კითხვაზე, არის თუ არა შანსი კონსესუსის მიღწევისა, პირდაპირ პასუხობენ, რომ ასეთი შესაძლებლობები არ არსებობს. „კონსესუსის მიღწევის შანსი არ არსებობს. ჩვენ პოტენციალების გაერთიანება და საერთო ანტისარაკეტო სისტემის შექმნა შევთავაზეთ. მათ კი მონაცემების გაცვლა შემოგვთავაზეს. ამას არ ვეთანხმებით. ახლა ან საკუთარი ანტისარაკეტო სისტემა უნდა შევქმნათ, ან ატომური შესაძლებლობები შევაფასოთ“.

მიუხედავად ამისა, რუსი შუამავლები ირწმუნებიან, რომ უკანასკნელ მომენტამდე მოლაპარაკების იმედსა და მცდელობას არ დაკარგავენ. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე დიალოგი, ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით, დიდ სირთულეებს ეჩეხება. ქვეყნების ინდივიდუალური პოზიციები, მთელ რიგ ელემენტებს შეიცავენ. ელემენტებს, რომელთა გაერთიანებაც ძალიან რთულია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. მან დაადასტურა, რომ ამერიკის მხრიდან გარკვეული შემოთავაზებები არსებობს და დასძინა, რომ მათ მიღებაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. „თანამშრომლობის საკითხები განიხილება, საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო მოქმედებების მხრივაც. საერთო ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით წინადადება ნამდვილად გაკეთდა და ჩევენ ამისთვის ამერიკელების მადლიერნი ვართ. მაგრამ ფუნდამენტის გარეშე ურთიერთობა შეუძლებელია“. – აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი სიტყვებით, იმისათვის რომ თანამშრომლობა დაიწყოს, საჭიროა იურიდიული გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა საერთო ანტისარაკეტო სისტემას რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ატომური ძალების საწინააღმდეგოდ არ მიმართავს. ამ გარანტიის მისაცემად კი ამერიკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით მზად არ არის. რაც შეეხება თანამშრომლობას, თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხში, ფინალურ სტადიამდე ამ შემთხვევაშიც საკმაოდ შორია: „თანხმობის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებით ეტაპზე კი არა, არამედ მოლაპარაკების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ჰავაის სამიტამდე იგი მზად არ იქნება.“

დიმიტრი როგოზინიც მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. „თემა არ ამოწურულა და ჯერ კიდევ არსებობს შანსი. ვეცდებით მოვილაპარაკოთ.“ – ირწმუნება როგოზინი. თუმცა, ამერიკის მიერ წამოყენებული უკანასკნელი წინადადება, დიპლომატს დიდად არ მოსწონს. „მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმნილებებით არის დაინტერესებული. იმ სფეროზე სურს ინფორმაციის მოპოვება, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პროგრესი. მათ არ სურთ ჩვენ გაგვიმხილონ ის, რაც ჩვენთვისაა საინტრესო. სწორედ ამიტომ ვართ უარზე“.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, მოსკოვი მომავალშიც მოითხოვს გარანტიას, სისტემის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გამოუყენებლობაზე. „რამდენი კვანძიც არ უნდა შეიქმნას, დასასრული მაინც მოვა. ისინი ვალდებულნი იქნებიან, ან ხანგრძლივი გარანტია მოგვცენ, ან მოუწევთ იმის თქმა, რომ არავითარ გარანტიას არ გვაძლევენ. ჯერჯერობით გვესმის: ეს თქვენს წინააღმდეგ არ არის. ხომ შეიძლება დასძინონ: ეს თქვენთვის არის!“ – ასე ასრულებს საუბარს დიმიტრი როგოზინი.