ხახვის პიურე ფრანგულად
10:40:24     03-10-2011
მასალა:
600 გრამი კარტოფილი
500 გრამი ხახვი
ცოტა რძე
1-2 სუფრის კოვზი კარაქი
4 კვერცხის გული
მარილი, პილპილი
მუსკატის კაკალი
გავთალოთ კარტოფილი და ხახვი და მოვხარშოთ ოდნავ დამარილებულ წყალში. ბევრი წყალი არ უნდა დავასხათ. როგორც კი კარტოფილი და ხახვი დარბილდება წყალი გადავასხათ, ბოსტნეული დავსრისოთ, დავამატთ კარაქი და რძე და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ პილპილი და მარილი და ცოტა მისკატის კაკალი. სუფრაზე მიტანის წინ დავუმატოთ კვერცხის გულები და ფრთხილად გადავურიოთ. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. გათვლილია 2-3 პორციაზე.