შემწვარი კურდღელი ფრანგულად

  14:08:43     01-10-2011

მასალა:

 

1200 გრამი კურდღლის ხორცი

1-2 კბილი ნიორი

სტაფილო

1 კონა ოხრახუში

3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

125 გრამი სალა

12 თავი პატარა ზომის ხახვი

2 არყის ჭიქა თეთრი ღვინო

1 ჭიქა ცხელი წყალი

2 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე

200 გრამი შამპინიონი

 

ნიორი, 3 პატარა თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. მოსაშუშად საჭირო ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი, მოვათავსოთ მასში ნაჭრებად დაჭრილი სალა და კურდღლის ხორცის მომზადბეული ნაჭრები, დავამატოთ დარჩენილი მთლიანი ხახვის თავები, ასევე დაჭრილი ხახვისაგან მომზადებული მასა, მწვანილი და ფრთხილად გადავურიოთ. დავასხათ ცოტა წყალი და თეთრი ღვინო და დავდგათ მოსაშუშად ერთი საათით. შემდეგ დავამატოთ ტომატ-პიურე და წვრილად დაჭრილი შამპინიონი. ვშუშოთ მზადყოფნამდე. ხორცი სუფრაზე შემთბარი თეფშებით მივიტანოთ და მოვასხათ სოუსი.