კვერცხი ლორით

  14:04:43     01-10-2011

მასალა:

 

400 გრამი ლორი

4 ცალი კვერცხი

1 ჩაის კოვზი ფქვილი

65 გრამი საფანელი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

 

ლორი წვრილად დავჭრათ, კვერცხები ავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი და საფანელი. ამ მასისაგან მოვამზადოთ მტრედის კვერცხის ზომის "კლიოცკები" და შევბრაწოთ დიდი რაოდენობით ცხიმში, ვწვათ 4-5 წუთის განმავლობაში. ცალკე მივიტანოთ ბრინჯი და მწვანე სალათა.