ვაშლის ტორტი შვედურად

  09:58:24     30-09-2011

მასალა:

 

500-600 გრამი ვაშლი

80 გრამი კარაქი ან მარგარინი

½ ჭიქა შაქარი

125 გრამი ნუში

1 სუფრის კოვზი ფქვილი

½ ლიმონის წვენი და ცედრა

2 ცალი კვერცხი

 

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და დავჭრათ წვრილ დაჭრებად. ავიღოთ ცოტა წყალი, დავამატოთ 1 კოვზი შაქარი და წამოვადუღოთ. მიღებულ სიროფში რამდენიმე წუთი ვშუშოთ ვაშლის ნაჭრები. დარჩენილი შაქარი ავურიოთ კარაქში, დავამატოთ კვერცხის გულები და დანაყილი ნუში, ასევე ლიმონის ცედრა და წვენი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მცირე რაოდენობის შაქართან ერთად და შევურიოთ მთლიან მასას. ცეცხლგამძლე ჭურჭელს წავუსვათ კარაქი, მის ძირზე მოვათავსოთ ვაშლის ნაჭრები, ზემოდან მოვასხათ მიღებული მასა და შევდგათ ფორმა ღუმელში,  45 წუთი ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე მივიტანოთ დესერტად და მოვასხათ ცივი ვანილის სოუსი.