თევზის ჩაშუშული
09:56:29     29-09-2011
მასალა:
500 გრამი თევზი
1 კილოგრამი კომბოსტო
200 გრამი თეთრი სოკო
1-2 ცალი მჟავე კიტრი
1 ½ ლიტრი თევზის ბულიონი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
2 თავი საშულო ზომის ხახვი
100 გრამი ტომატ-პასტა
½ ჭიქა კარაქი
100 გრამი ფქვილი, პილპილი და მარილი
3-4 სუფრის კოვზი არაჟანი სურვილისამებრ
თევზის თავი, კანი, ფარფლები და ფხები ჩავუშვათ მარილიან წყალში, დავამატოთ დაფნის ფოთოლი. დავდგათ მოსახარშად ½ - 1 საათის განმავლობაში. ხახვი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ კარაქში, დავამატოთ ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა ჩავსხათ ბულიონი. სოკო გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, დავჭრათ კომბოსტო და ჩავამატოთ სუპში. დავამატოთ პილპილი და თუ საჭიროა მარილიც. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე მზადყოფნამდე. გემოვნებისამებრ დავამატოთ ტომატ-პასტა. სუფრაზე მიტანამდე 20 წუთით ადრე ჩაშუშულში ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები. კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და მივიტანოთ სუფრაზე. სუფრაზე ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ სქელი არაჟანი.