პიცა სოკოთი

  09:55:41     29-09-2011

მასალა:

 

ცომისათვის:

 

200 გრამი ფქვილი

2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

½ ჭიქა თბილი რძე

15 გრამი საფუარი

ცოტა მარილი

 

 შიგთავსისათვის:

 

200 გრამი შამპინიონი

100 გრამი კუბიკებად დაჭრილი სალა

2-3 ცალი კვერცხი

½ ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი

2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში

 

მოვზილოთ საფუარიანი ცომი, დავდგათ 1 საათით, რომ ამოფუვდეს, კიდევ ერთხელ გადავურიოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში. ფორმა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რადგან პიცა ცხობისას ფუვდება. შამპინიონი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავალაგოთ ცომზე, დავამატოთ სალა, კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი და ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ოხრახუში, ყველაფერი ავურიოთ და მოვასხათ სოკოს.