თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მემორიალი გვირგვინით შეამკეს
10:56:14     28-09-2011
გუშინ, სოხუმის დაცემის დღიდან თვრამეტი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგინით შეამკეს.
1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ სოხუმზე თავდასხმა განახორციელა.
11-დღიანი ბრძოლის შემდეგ აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა და ჩრდილო კავკასიელმა "ბოევიკევმა" სოხუმი აიღეს. 27 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მთვარობის 27 წევრი მძევლად აიყვანა და იმავე დღეს დახვრიტა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. საომარ მოქმედებებში ქართული მხარიდან 10 ათასამდე მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, 300 ათასამდე ადამიანი კი, დევნილად იქცა.
Mod.gov.ge