K9 Thunder - 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა
12:23:23     27-09-2011
სამხრეთ კორეული 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა K9 Thunder შეიქმნა, რათა ჩაენაცვლებინა M109A2K ტიპის ჰაუბიცა. ის ასევე ცნობილია, როგორც K55. 1980-იანი წლების მიწურულს კორეის რესპუბლიკის არმიამ წამოაყენა მოთხოვნილებები ახალი 155 მმ-იანი მუხლუხა ჰაუბიცის შესაქმნელად, მას უნდა ეპასუხა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და სტანდარტებისათვის. ახალი ჰაუბიცისთვის წაყენებული პირობების მიხედვით მას უნდა ჰქონოდა სროლის მაღალი ტემპი, შორს სროლის უნარი, მაღალი სიზუსტე და სწრაფად უნდა შესძლებოდა სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით.
K9 Thunder-ზე მუშაობა 1989 წელს დაიწყო. მისი პირველი პროტოტიპების მშენებლობა 1994 წლისთვის დასრულდა, ხოლო შეიარაღებაში 1999 წელს მიიღეს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად კორეის რესპუბლიკის არმიის დაქვემდებარებაში 300 ერთეულზე მეტი K9-ს ტიპის ჰაუბიცა იმყოფება, ამას გადა შეკვეთა 200-ზე მეტი ერთეული ამ ტიპის საარტილერიო სისტემის შესყოდვაზეა გაცემული.
K9 Thunder-ს ძირითად შეიარაღებას 155 მმ-იანი L52 ტიპის ჰაუბიცა წარმოადგენს. ის შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან მუნიციასთან. სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ს, ხოლო რეაქტიული ჭურვებით 40 კილომერს აღწევს.
K9 Thunder-ს მაქსიმალური სწრაფსროლა 6 გასროლაა წუთში, ხოლო სტანდარტული სწრაფსროლა 2 გასროლა წუთში. მას ასევე შეუძლია გაისროლოს 3 ჭურვი 15 წამში, სხვადასხვა ტრაექტორიით ისე, რომ ჭურვები სამიზნეს ერთსა და იმავე დროს დაეცეს.
საარტილერიო სისტემაზე დამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლის მართვის სისტემა, ინტეგრირებული ნავიგაციით. ჰაუბიცის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომაარეობაში გადაყვანას მხოლოდ და მხოლოდ 31 წამი სჭირდება, ხოლო საპირისპირო მოქმედების შესრულებას ჰაუბიცა 60 წამს ანდომებს. თვითმავალ ჰაუბიცას დავალების შესრულების შემდეგ საცეცხლე პოზიციის დატოვება სწრაფად შეუძლია, რაც საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს მოწინააღმდეგის ბატარეის ცეცხლი.
K9 Thunder-ი კოშკურა და კორპუსი დაჯავშნულია, ჯავშნის მაქსიმალური სისქე 19 მმ-ს შედგენს. ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვის სისტემა.
თვითმავალი ჰაუბიცის ეკიპაჟი ხუთი კაცისაგან შედგება, ესენია: მეთაური, მსროლელი, მსროლელის თანაშემწე, დამტენი და მძღოლი.
საარტილერიო სისტემაზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია გერმანული MTU MT 881 Ka-500 ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 1000 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. K9 Thunder-ის ტრანსმისია ამერიკული ძირითად საბრძოლო ტანკ M1 Abrams-ში გამოყენებული ტრანსმისიის ღრმად მოდრნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს.
K9 Thunder-ის ჭურვებით მომარაგებას K10 ტიპის მანქანა უზრუნველყოფს. ის K9-ს შასიზეა დაფუძნებული. დატენვის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია.
army.ge